კომში ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელსაც საკვებად ჯერ კიდევ 2600 წლის წინათ იყენებდნენ და მის სამშობლოდ იაპონია მიიჩნევა. კომშის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა არა – ყველაფერი.
1. შუა საუკუნეებში კომშს მიირთმევდნენ წიწაკით, კოჭათი, ნივრით და დარიჩინით. დიდ ბრიტანეთში კი ტიუდორების დინასტიის მმართველობის პერიოდში (XV-XVI სს.) კომშისგან დამზადებული ჟელე გამოიყენებოდა როგორც ძლიერი აფროდიზიაკი – სექსუალური ლტოლვის გასაძლიერებლად როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
2. კომში დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრ. შეიცავს, სულ რაღაც, 40 კკლ-ს და მისწრებაა სიმსუქნის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში.
3. უილიამ შექსპირი მიიჩნევდა, რომ კომში საუკეთესო წამალია კუჭისთვის.
4. ახლო აღმოსავლეთში კომშის თესლებისგან ამზადებენ ჟელეს. კომშის ჟელე უებარი წამალია ხმის იოგებისთვის, ასევე ჩირქოვანი ანგინის სამკურნალოდ.
5. კომში, მასში დიდი რაოდენობით შემავალი რკინის წყალობით, რეკომენდებულია სისხლნაკლებობისას, ანემიისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის.
6. კომში პოზიტიურად მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე, არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის, LDL-ს) და გლუკოზის დონეს, ხელს უშლის ღვიძლში ცხიმის დაგროვებას.
კომენტარები