ინგრედიენტები
- ღორის ხორცი – 300 გ
- ქათმის ხორცი – 600 გ
- შებოლილი ძეხვი
- სალა – 50 გ
- კომბოსტოს მწნილი – 500 გ
- კარტოფილი – 2 ცალი
- ხახვი – 1 ცალი
- ნიორი – 2 კბილი
- პაპრიკა – 1 ჩ/კ
- კვლიავი და მარილი – გემოვნებით
მომზადების წესები
ხორცი და ძეხვი დაჭერით ერთი ზომის ნაჭრებად.
ღორის და ქათმის ხორცი დაბრაწეთ, ბოლოს კი დაუმატეთ ძეხვი.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 2 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ პაპრიკა, კარგად აურიეთ და ცხელი წყალი ისე, რომ მასა კარგად დაიფაროს.
თავზე დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 1,5 საათი.
კარტოფილი დაჭერით , ხორცი ამოიღეთ ბულიონიდან და ჩაყარეთ კარტოფილი. გააჩერეთ 5 წუთი.
დაუამტეთ მარილი, კვლიავი, კომბოსტო და გააჩერეთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
დააბრუნეთ ხორცი წვნიანში და აადუღეთ.
კომენტარები