კივი დაბალკალორიული და ძალიან სასარგებლო ხილია, რომელიც მსოფლიოში ჩინეთიდან გავრცელდა. ხშირად მას ჩინური ხურტკმელის სახელით მოიხსენიებენ. კივი უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს და მდიდარია რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით და ფოსფორით. ამასთან, ბევრმა არ იცის, რომ კივის კანი უფრო სასარგებლოა, ვიდრე რბილობი.
ა) კივის კანი რბილობთან შედარებით, სამჯერ უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვს;
ბ) კივის კანი ისეთ მიკრობებს ანადგურებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავური ჩხირი.
კონკრეტულად, რომელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს კივის კანი?
1. ბოჭკო
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. კივის ქერქში ის 50%-ით მეტია, ვიდრე რბილობში.
2. ვიტამინები E და C
ხელს უწყობენ ჭრილობებისა და ნაწიბურების სწრაფ შეხორცებას. ვიტამინები E და C ძლიერი ანტიოქსიდანტებია, ანუ ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ, ებრძვიან ბაქტერიებს და ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში გვეხმარებიან. კივის კანში ანტიოქსიდანტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე რბილობში.
3. ფოლიუმის მჟავა
განწყობას აუმჯობესებს და ეხმარება სისხლის წარმოქმნას. ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის კივი ორსული ქალისთვის აუცილებელია. კივის კანში ფოლიუმის მჟავა 32%-ით მეტია, ვიდრე რბილობში.
ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ხილი შეიძინოთ, რადგან სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, კივის კანში პესტიციდებიც გროვდება.
სანამ მიირთმევთ, კივი კარგად უნდა გარეცხოთ. თუ კივის ბუსუსები გაღიზიანებთ, ხილის ჯაგრისით გაწმინდეთ.
კივის უკუჩვენებები
სასურველია, რომ დღეში 2-3 კივიზე მეტი არ მიირთვათ. ამ ხილის ხშირმა და დიდი დოზებით ჭამამ შეიძლება დერმატიტი გამოიწვიოს ან კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა შეაფერხოს.
გაითვალისწინეთ, რომ კივი ალერგიული ხილია, ამიტომ ალერგიული ადამიანებისთვის მისი მიღება სასურველი არ არის.
თავი შეიკავოთ კივის ჭამისგან, თუ გაქვთ:
• მომატებული მჟავიანობა;
• მწვავე გასტრიტი ან წყლული;
• ფაღარათი (კივის საფაღარათო ეფექტი აქვს);
• თირკმელში კენჭები ან განვითარების რისკი.
კომენტარები