Prodigy-მ ჯგუფის სოლისტის, კიტ ფლინტის გარდაცვალების გამო ყველა კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ბრიტანული ჯგუფი Facebook-ზე წერს.
Following the tragic death of Keith Flint all forthcoming Prodigy shows will be cancelled with immediate effect.TheProdigyHQ
Posted by The Prodigy on სამშაბათი, 05 მარტი, 2019
მაისში ჯგუფს ტურნე აშშ-ში ჰქონდა დაგეგმილი, ზაფხულში კი ისინი ევროპაში რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე უნდა გამოსულიყვნენ.
კიტ ფლინტი 2019 წლის 4 მარტს გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ესექსში ნახეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.
კიტ ფლინტი 1969 წელს ლონდონში დაიბადა. 1990 წელს ის ჯგუფ The Prodigy-ში საცეკვაო ნომრებს ასრულებდა. მოგვიანებით ის ჯგუფის ვოკალისტი გახდა. ის ასრულდება ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს: Firestater და Breathe.
კომენტარები