• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი” ქვეყანა დიდი ხანია აცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…“ – მამა პეტრე

„კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი” ქვეყანა დიდი ხანია აცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…“ – მამა პეტრე
64 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ საზარელ შემთხვევას და წერს.

„ეს ის ქვეყანაა, სადაც პატარებს აწამებენ, ნიჭიერებს კლავენ, ადამიანებს ქრისტიანობის სახელით ფიზიკურად უსწორდებიან… 70 წლის მონაზვნებს აუპატიურებენ და მერე ქუჩაში, ასე უსინდისოდ, ასე უნამუსოდ რიგში ჩამწკრივებულები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ…

იმეორებენ, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანაა…
დამპყრობლები, პირველი ეკლესია-მონასტრებს ერჩოდნენ… მარტო კედლების განადგურებით არ კმაყოფილდებოდნენ, რადგან მათთვის მთავარი სამონასტრო დასის ნამუსის ახდა იყო… მონაზვნები ხშირად უკიდურეს ზომებს მომართავდნენ, რომ ჯალათების ხელში ცოცხლად არ ჩავარდნილიყვნენ…
სიყალბემ, ამპარტავნებამ, ამ საზიზღარმა მესიანისტურმა აზრებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ…
მას არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი, მართლმადიდებელი, ადამიანი, ვინც გიორგობის მეორე დღეს მონასტრის კარებს მიადგება და 70 წლის ქალს ასე წამებით სიკვდილამდე მიიყვანს…
კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ვაღიაროთ, ჩვენი ,,წილხვედრი” ქვეყანა დიდი ხანია აცდა ქრისტეს გზას და ბარაბა აირჩია…
მონაზვნის ისტორია კი ყველას მოგვეკითხება, ეს მოკითხვა ძალიან ძვირი დაგვიჯდება!..“ – წერს მამა პეტრე.

შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 70 წლის მონაზონზე იძალადებ. შსს-მ ცხელ კვალზე 2 პირი დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media