• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა
83 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოზე – „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული პირველი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მე-17 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.

ხვიჩამ ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიც არიან: ჯუდ ბელინგემი, ლაუტარო მარტინესი, ჰარი კეინი და სხვები.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში იმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი თავის მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად ესწრება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასევე უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

ასევე ცნობისთვის, „ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d’Or) – საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია