3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„საშინელებათა ფილმის ჟანრში მოვხვდი, სულ რაღაც ერთ წამში… ყინულივით ცივ წყალში ვიყავით, არც მშველელი იყო და არც ხელიც მოსაკიდი. ვყვიროდი, არავის არ ესმოდა! ხუთი ჩვენგანიდან, მხოლოდ მე გადავრჩი. გულწრფელად მინდა, უკანასკნელი იყოს ჩვენი ტრაგედია!…“, – წერს ანი რობაქიძე.
შეგახსენებთ, 3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად ჩავიდნენ სოფელ ზემო საზანოში.
ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს.
კომენტარები