ჩვენს მრავალფეროვან პლანეტაზე ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შემოდგომა ძალიან არ უყვართ.
ყველაზე ნეგატიურად განწყობილი ადამიანების ჩვენს მხარეზე გადმოსაბირებლად კი საჭიროა გავიხსენოთ 10 შეუდარებელი რამ, რის გამოც შემოდგომაზე ასე ძალიან ვგიჟდებით.
1. ფერად-ფერადი ფოთლები, რომლებშიც ასეთი სურათების გადაღება შეიძლება
2. გამომშრალ, ხრაშუნა ფოთლებზე სიარულიც ძალიან მოგვწონს
3. ჰელოუინი
4. არასდროს არის ძილი ასეთი სასიამოვნო
5. ჩვენი საყვარელი სერიალების ნაწილი ახალი სეზონით ეკრანს სწორედ შემოდგომაზე უბრუნდება
6. ვისაც ღუმელში შებრაწული გოგრა გვიყვარს შეგვიძლია 15 სექტემბერს რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბოთ
7. ფეისბუქის მეგობრების სიას კი იმ ადამიანებისგან ვასუფთავებთ, ვისაც ახალამოვლებული ჩურჩხელა არ უყვარს
8. შარფები და ჟაკეტები – ვისაც სტილის შეგრძნება აქვს, შემოდგომა ყველასთვის საუკეთესო დროა
9. კოღოები და ბუზები აღარ გვაწუხებენ
10. შეგვიძლია თავიდან გავაკეთოთ არჩევანი – წაბლი უნდა მოვხარშოთ, თუ უმად მივირთვათ
წყარო:on.ge
კომენტარები