მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, 16 ათასზე მეტ მომხმარებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, 100 საუკეთესო ევროპული ხემსის რეიტინგი შეადგინა.
აღნიშნულ რეიტინგში მე-3 ადგილზე ხაჭაპური, 53-ზე კი გოზინაყი მოხვდა.
რეიტინგში ხაჭაპურთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში ყველაზე პოპულარული კერძია და რომ ამ ყველიანი პურის მრავალი ვარიაცია არსებობს.
რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა კეპტა დუონამ დაიკავა. ის ჭვავის პურისგან უმარტივესად მზადდება, კერძოდ, ნიორში ამოვლებული პურის წვრილი ჩხირები ზეთში იწვება. კეპტა დუონა ბარებში ლუდზე მისაყოლებელ საუკეთესო ხემსად ითვლება.
კომენტარები