სამხრეთ ხარკოვის ოლქის მერი, მისი მოადგილე, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსი და უბნის ინსპექტორი ღალატის მუხლით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს 28 თებერვალს სპეცოპერაცია ჩატარდა. სამხრეთის მერი ბ-ნი ბრაუხანოვი, მისი მოადგილე, ადგილობრივი სამხარეო პოლიციის უფროსი და უბნის ინსპექტორი „ღალატის“ მუხლით დააკავეს. ეს უნდა გაიგონ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ომი გვაქვს“, – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.
ხარკოვის ოლქის მერი ღალატისთვის დააკავეს

კომენტარები