ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ხანგრძლივი ძილი გულის პრობლემებს იწვევს და ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.
სპეციალისტებმა 74 კვლევა შეისწავლეს, რომლებშიც 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც გაირკვა, დღეში 10 საათზე მეტ ხანს ძილი სიკვდილის ალბათობას 30%-ით ზრდის დღეში 7 საათით ძილთან შედარებით.
ამასთან, ინსულტით გარდაცვალების რისკი 56%-ით, ხოლო გულ-სისხლძარღვის შედეგად სიკვდილის რისკი 49%-ით იზრდება.
ცუდი ძილი ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის პრობლემებთან და გულის დაავადებების რისკს 44%-ით ზრდის.
კომენტარები