მოსკოვის ჩრდილოეთით, 50-ე საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, საიდანაც 5 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა, ერთი კი დაიღუპა.
მაშველების ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დროისთვის უკვე მოხერხდა. გარდა ამისა, საავადმყოფოს პერსონალს პაციენტები ჰოსპიტალის მეზობელ კორპუსში გადაჰყავს.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მიზეზის დადგენა.
რუსეთში კორონავირუსით 198 676 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 1 827 გარდაიცვალა, ხოლო 5 308 გამოჯანმრთელდა.
კომენტარები