• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება“ – მიხეილ სააკაშვილი

„ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება“ – მიხეილ სააკაშვილი
75 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და Facebook-ზე წერს, რომ „წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება“, ერთიანობის პირობებში კი გამარჯვება გარდაუვალია.

„მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე. ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ და ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, ამაში მგონი გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.

წვრილმანი წყენებით და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარდაუვალია და ვაპირებ აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე ბრძოლისთვის და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია