ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ…
ომლეტი და მოხარშული კვერცხი
ომლეტის და მოხარშული კვერცხის გაცხელების დროს მათი სასარგებლო მიკროელემენტები მნიშვნელოვნად მცირდება და მათი მიღებით ორგანიზმში ტოქსინები და კანცეროგენური ნივთიერებები ჩნდება. შედეგად – ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და მოწამვლის რისკი ჩნდება.
კარტოფილი
კარტოფილი კერძები, ასევე, მავნებელია ხელახლა გაცხელების დროს. კარტოფილი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. სახამებელი – სასარგებლო კომპონენტია, რომელიც სისხლში ქოლესტერინის უჯრედებს აღმოფხვრის, მაგრამ თერმოდამუშავების შემდეგ მისი სასარგებლო თვისებები იკარგება.
ხორცი
ხორცი ხელახლა გაცხელების დროს არა მხოლოდ გემოს, არამედ ადვილად ასათვისებელ ცილებსაც კარგავს. ხორციანი კერძი საკმაოდ რთულია მოსანელებლად და მისი განმეორებითი გაცხელება საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის საშიში ხდება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მეტაბოლიზმის პრობლემები წარმოგექმნებათ.
ჭარხალი
მიუხედავად იმისა, რომ ჭარხალი მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, გაცხელების დროს ის სასარგებლო თვისებებს კარგავს, რაც მისი თერმული დამუშავების მავნებლობაზე მეტყველებს
სოკო
სოკო შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ისევე, როგორც ჭარხლის შემთხვევაში, გაცხელების დროს მასში შემავალი ცილები სრულიად იშლება. ასე რომ, მისი გაცხელებული ფორმით მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა.
კომენტარები