1. სტომატოლოგებმა უარი თქვეს კბილების გამოხეხვის დროს ჰორიზონტალურ მოძრაობებზე, აქცენტი გადაიტანეს კბილის ზრდის მიხედვით გახეხვაზე, ვერტიკალური მოძრაობებით. მაგრამ ასევე საჭიროა წრიული მოძრაობის და ვერტიკალური მოძრაობების კომბინაცია, ვინაიდან ასეთი მოძრაობები უზრუნველყოფს კბილებიდან ნადების მაქსიმალურ მოცილებას.
2. ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ძლიერი ზეწოლის მეშვეობითა და აქტიური მოძრაობებით კბილები უფრო კარგად იწმინდება ნადებისაგან, თუმცა, ასეთი მეთოდით წმენდისას უფრო მაღალია კბილის ემალის დაზიანების და ასევე ღრძილების პრობლემების გაჩენის რისკი . ასე რომ გაითვალისწინეთ : კბილები რბილად და სათუთად უნდა გაიწმინდოთ!
3.კბილის ჯაგრისს ვერ შეცვლის პირის ღრუს სავლებები, ისინი, რა თქმა უნდა, დეზინფიცირებას მოახდენენ და დროებით სუნის ნეიტრალიზაციასაც, მაგრამ აუცილებელია ნადებისა და ნარჩენების მექანიკური, ანუ ჯაგისის მეშვეობით გაწმენდა.
4. როგორი უნდა იყოს კბილის ჯაგრისი? ეს კითხვა ხშირად ისმის მაგრამ ძნელია იპოვოთ სტომატოლოგი, რომელიც უნივერსალურ და ყველასათვის გამოსადეგ რჩევას მოგცემთ. ჯაგრისები არის მრავალნაირი: ელექტრო, მასაჟორით, გამწმენდი რეზინებით და ასე შემდეგ. ჯაგრისი სასურველია იყოს : 1. “რბილი” (SOFT); 2. არ შეიცავდეს არანაირ დანამატებს რეზინის ღეროების ან სხვა სახით (ე.წ. მასაჟორი); 3. დასაშვებია საშუალო სირბილის ჯაგრისი; 4. ელექტრონული ჯაგრისის გამოყენება არაა სასურველი თუ ამას სხვა სახის პრობლემები არ გაიძულებთ;
5. რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები? ეს კითხვა ხშირია. მოგახსენებთ, რომ ჭამის შემდეგ კბილების გამოხეხვა “არასწორია“ ვინაიდან, ჭამის შემდეგ პირის ღრუში ე. წ. მჟავა-ტუტე ბალანსი იცვლება და ამ დროს კბილის გამოხეხვა იწვევს ბევრ პრობლემას, როგორც ღრძილების, ისე კბილების კარიესული, არაკარიესული დეფექტების და კბილების მგრძნობელობის მომატებას.
შევაჯამოთ : კბილების გამოხეხვა რეკომენდებულია დილით, საკვების მიღებამდე და ჭამის შემდეგ ერთი საათის დაყოვნებით, ხოლო, რაც შეეხება სიხშირეს, სასურველია, არაუმეტეს სამჯერ.
კომენტარები