„ბექას სკოლა“- ს დირექტორი, ბექა ბერიკაშვილი:
„კაცად რო იზრდები, კარგად ვერ ხვდები, რას ნიშნავს ქალად ცხოვრება ჩვენს საზოგადოებაში.
ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ღამე ქუჩაში სეირნობის გეშინოდეს, იმიტომ, რომ ვიღაც შეიძლება აგედევნოს და რამე დაგიშავოს.
ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ვერ გამჩნევდნენ ან არ გისმენდნენ შენი სქესის გამო.
ვერ ხვდები, როგორ შეიძლება გეშინოდეს იმის, რომ პარტნიორს სექსზე უარი უთხრა.
რას ნიშნავს, გეშინოდეს ურთიერთობის დასრულების, რადგან შეიძლება ყოფილმა პარტნიორმა მოგკლას.
ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ბავშვი გაგაჩენინონ.
ვერ ხვდები, რას ნიშნავს იმის შიში, რომ ვიღაცა გაგაუპატიურებს და კიდე უფრო ვერ ხვდები, რატომ შეიძლება ამის გამო გცემონ ოჯახის წევრებმა.
რანაირად შეიძლება იყოს შენი ბრალი, თუ ვინმე შენზე იძალადებს.
ვერ ხვდები, რატომ შეიძლება ვერ გქონდეს სექსი იმასთან, ვისთანაც გინდა.
ვერ ხვდები, რატომ უნდა გეშინოდეს, რომ ბარში შენი სასმელი უყურადღებოდ არ დატოვო, რადგან შეიძლება რამე ჩაგიყარონ და მერე მარტივად გაგაუპატიურონ.
ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ძალადობის საფრთხეს გრძნობდე ნათესავებისგან და ოჯახის ახლობლებისგან.
არადა, თუ ოდნავ მაინც დავინტერესდებით და ვკითხვათ ქალებს ჩვენ გარშემო, არაა რთული მისახვედრი. თუ დავინტერესდებით, ნებისმიერი ქალი მოგვიყვება ასეთ ან უარეს ამბებს. იშვიათია ქალი საქართველოში, რომელსაც საკუთარი სქესის გამო ჩაგვრა ან ძალადობა არ გამოუცდია.
ფემიციდი და ქალების ჩაგვრა არის მთელი ჩვენი საზოგადოების სენი. ეს არაა მხოლოდ ქალების ბრძოლა და მითუმეტეს არაა ქალების ბრძოლა კაცების წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველას ბრძოლა ამ საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინააღმდეგ.“
კომენტარები