თუკი ბევრი დრო არ გაქვთ და თან გსურთ, ნოყიერი კერძი მოამზადოთ, კრაბის კატლეტის რეცეპტი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ!
საჭირო პროდუქტი:
-
კრაბის ჩხირები – 200 გრ
-
მაგარი ყველი – 250 გრ
-
კვერცხი – 2 ცალი
-
ნიორი – 3 კბილი
-
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
-
ზეთი 2-3 ს/კ (შესაწვავად)
-
პურის ფქვილი – 0,5 ჭიქა
მომზადება:
გაასუფთავეთ კრაბის ჩხირები და გახეხეთ მსხვილად ან დააბლენდერეთ.
დაამატეთ გახეხილი ყველი, უმი კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.
კარგად გადაურიეთ. კატლეტის ფარში მზად არის!
მიეცით ფარშს კატლეტის ფორმა და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ კარგად არ შეწითლდება.
შენიშვნა:
იმისთვის, რომ კრაბის ჩხირები მარტივად გახეხოთ სახეხზე, უნდა გაყინოთ და მსუბუქად გაალღვოთ.
გემრიელად მიირთვით!
კომენტარები