ფოტო: Court Exhibit
კანადის სასამართლომ მილიონერის შვილი მამის მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნია, ხოლო მკვლელობის მოტივად ქონების მისაკუთრება დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
კანადის ავიაკომპანია MillardAir-ის ხელმძღვანელი უეინ მილარდი 2012 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შვილმა დელენ მილარდმა პოლიციას განუცხადა, რომ მამამისი ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და ამასთან დეპრესიაც ტანჯავდა. პოლიციამ შვილის ვერსია გაიზიარა და ფაქტი თვითმკვლელობად მიიჩნია. შვილმა მამის ქონება გადაიბარა და კომპანიის მართვასაც შეუდგა.
მამის სიკვდილიდან 6 თვის შემდეგ დელენი 32 წლის კანადელი ტიმ ბოზმას გაუჩინარების გამო დააკავეს. მალე მილიონერის მემკვიდრე ბოზმას მკვლელობაში დაადანაშაულეს, პოლიციამ დელენის ყოფილი მეგობარი გოგოს ლაურა ბაბკოკის გაუჩინარების ფაქტის გამოძიებაც თავიდან დაიწყო.
საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ მილიონერის შვილმა ტიმ ბოზმას მსგავსად თავისი ყოფილი შეყვარებულიც მოკლა და შემდეგ კვალის წაშლის მიზნით მისი ცხედარი დაწვა.
2016 წელს დელენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ჯერ ტიმ ბოზმას, ხოლო ერთი წლის შემდეგ ყოფილი შეყვარებულის მკვლელობისთვის.
პოლიციამ მოგვიანებით მილიონერის მამის სიკვდილის რეალური მიზეზიც დაადგინა. განმეორებითი გამოძიების დროს გაირკვა, რომ დელენმა მამა იარაღიდან გასროლით თავად მოკლა. მკვლელობის მიზეზი კი მამის ქონების ხელში ჩაგდება იყო.
კომენტარები