პოპვარსკვლავმა კაილი მინოუგმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი მსოფლიო ტურნე დააანონსა. მომღერალი ტურნეს ფარგლებში Tension-ში კიდევ 13 სიმღერას გამოუშვებს.
Tension II-ის 13 სიმღერა 18 ოქტომბერს გამოვა, ხოლო ტურნე ავსტრალიაში, მის სამშობლოში თებერვლიდან დაიწყება და აზიასა და დიდ ბრიტანეთში გაგრძელდება.
ამ დროისთვის ოცი თარიღია გამოცხადებული, თუმცა მინოუგმა აღნიშნა, რომ ბევრად მეტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ალბომ Tension-ის ერთ-ერთმა სიმღერამ Padam Padam 2023 წლის თებერვალში გრემი მიიღო, ხოლო მარტში Brits’ Global Icon Award.
განცხადებაში პოპვარსკვლავმა განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებულია თაყვანისმცემლებთან კვლავ შეხვედრის მოლოდინით.
კომენტარები