ნოვაიაგაზეტას ინფორმაციით, ჩეჩნეთ რანდენიმე ჩეჩნური ერთეული კიევში გაგზავნეს. როგორც მედია წერს, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა რომ, მათი ამოცანაა ზელენსკიმ პუტინს ბოდიში მოუხადოს.
მედუზა ინფორმაციით, რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შეიარაღებული პირი ამაგრებს ჩეჩნეთის დროშას რომელიღაც ობიექტზე. იქვე ფრიალებს რუსული დროშა და ძირს აგდია უკრაინის. მათივე ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის ვიდეო გამოქვეყნებული ჰქონდა Unian-საც და ეწერათ, რომ ეს ანტონოვის აეროპორტია, გოსტომელში, კიევთან ახლოს.
გამოცემა წერს: როგორც ჩანს, კადიროვის მებრძოლები გოსტომელამდე მოვიდნენ.
BBC-ის ცნობით, გავცელებულ ვიდეოში ჩეჩნეთის ლიდერის, კადიროვი ამბობს, ჩეჩნურმა ძალებმა ამ დრომდე უკრაინის სამხედრო ობიექტი წარმატებით, დანაკარგის გარეშე აიღეს და აღნიშნა, რომ უკრაინული წყაროებიდან მსხვერპლზე ინფორმაცია მცდარია.
შეჭრის გასამართლებლად ის ამტკიცებს, რომ უკრაინის თავდასხმაზე პუტინის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის მტრებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ.
კომენტარები