ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა თავისი 26 წლის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი ვიცე-პრემიერად და ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრად დანიშნა.
„გაიმართა რეგიონის მთავრობის სხდომა. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს წარუდგინა ახალი ვიცე-პრემიერი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქონებისა და მიწათმოქმედების მინისტრი ხამზატ კადიროვი. ხამზატი ნიჭიერი და პასუხისმგებლობიანი ლიდერია. მან ეს ადგილობრივი თვითმმართველობის წინა თანამდებობებზე ყოფნით დაამტკიცა. ახალ თანამდებობაზე მას წარმატებას ვუსურვებ“, – აცხადებს რამზან კადიროვი.
ხამზატ კადიროვმა 2012 წელს დაამთავრა ხაფიზის სკოლა, რის შემდეგაც დაინიშნა ზელიმხან კადიროვის (რამზან კადიროვის უფროსი ძმა) სოფელ ახმატ-იურტის ხაფიზის სკოლის დირექტორად. 2017 წელს დაამთავრა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტი. მას აქამდე ეკავა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწის, კურჩალოევსკის მუნიციპალური ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ჩეჩნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრისა და ჩეჩნეთის სამდივნოს უფროსის თანამდებობები.
კომენტარები