2018 წლის 7 დეკემბერს კინოეკრანზე რეჟისორ პიტერ ჰეჯესის დრამა, Ben Is Back, გამოდის ეკრანზე.
ფილმში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ლუკას ჰეჯესი ასრულებენ. სიუჟეტის ეპიცენტრში ბენ ბერნსი (ლუკას ჰეჯესი) და ჰოლი ბერნსი (ჯულია რობერტსი) არიან.
ბენი ახალი წლის ღამეს სახლში ბრუნდება, ჰოლის ძალიან უხარია შვილის გამოჩენა, თუმცა ხვდება რომ მის თავს რაღაც უბედურება ხდება. დრამის სიუჟეტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება და რობერტსის პერსონაჟი ცდილობს მისი ოჯახი ყველაზე დიდ ტრაგედიას ააცილოს.
როგორც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ამბობს, ჯულია რობერტსმა ამ ფილმში კარიერის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სამსახიობო ოსტატობა გამოავლინა.
რობერტსისა და ჰეჯესის გარდა ფილმში Big Little Lies, Lady Bird-ისა და Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ის მსახიობი კეტრინ ნიუტონიც ითამაშებს, ჯულია რობერტსის ქმრისა და ლუკასის მამინაცვლის როლს კი კორტნი ბი ვანსი შეასრულებს, რომელიც ცნობილია თავისი როლით სერიალში American Crime Story.
ნახეთ რობერტსისა და ჰეჯესის ახალი დრამის პირველი ტიზერი:
წყარო: On.ge
კომენტარები