ჯონი დეპმა ნიუ-იორკში თავისი პირველი გამოფენა მოაწყო, 61 წლის მსახიობმა განსაცვიფრებელი და ექსპერიმენტული ხელოვნების ნიმუშები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. გამოფენა 30 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც მსახიობის ოჯახის წევრები, მეგობრები, თაყვანისმცემლები და ცნობილი მხატვრები ესწრებოდნენ.
გამოფენის სახელწოდებაა A Bunch of Stuff, რომელზედაც წარმოდგენილი იყო დეპის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები და მისი პირადი ნივთები.
გასულ თვეში დეპმა PEOPLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„ცხოვრების ჯადოსნურობისა და სიგიჟის წყალობით, ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი თავშესაფარი. ჩემი მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე დაბადებული ეს ნამუშევრები ჩემი ცხოვრების ნარჩენებია. შეიძლება შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის სასიამოვნო და კომფორტული არ იყოს, თუმცა ეს პროცესი ჩემთვის აუცილებელია.”
BAUART-ის თანადამფუძნებელმა გაი ვესმა თქვა: „ჯონი დეპი ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი. რაც ნაკლებად ცნობილია, არის ის, რომ ხელოვნება ბავშვობიდან ღრმად პიროვნულ და უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში.”
კომენტარები