ჯო ბაიდენის რეიტინგი ისევ გაუარესდა. ბოლო ორ დღეში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს – დონალდ ტრამპს ჩამორჩება.
„ნიუ იორკ ტაიმსისა“ და „სიენა კოლეჯის“ ჩატარებული გამოკითხვით, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს 4 ერთეულით წინ უსწრებს. გამოკითხული ამერიკელი ამომრჩევლების 45 პროცენტი ბაიდენის ხელახლა არჩევისთვის მთავარ პრობლემად მის ასაკს ასახელებს და 81 წლის პრეზიდენტის შრომისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
კომენტარები