კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ისევ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, ბეზოსმა Bloomberg-ის რეიტინგში ილონა მასკს გაასწრო. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.
ბეზოსის ქონება ამჟამად 200 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ილონ მასკის და LVMH Moet Hennessy – Louis Vuitton-ის მფლობელის, ბერნარდ არნოს ქონება 198 და 197 მლრდ დოლარს შეადგენს.
ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდება იმის გამო დაკარგა, რომ კომპანია Tesla-ს აქციები წელს 24%-ით გაიაფდა. მასკი ამ რეიტინგის ლიდერი 2021 წლიდან სწორად Tesla-ს აქციების ზრდის დახმარებით გახდა.
კომენტარები