• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

ჯანმო: ამ ზამთარს კიდევ 2-3-მა მილიონმა უკრაინელმა საკუთარი სახლი შეიძლება დატოვოს სითბოსა და უსაფრთხოების ძიებაში

ჯანმო: ამ ზამთარს კიდევ 2-3-მა მილიონმა უკრაინელმა საკუთარი სახლი შეიძლება დატოვოს სითბოსა და უსაფრთხოების ძიებაში
54 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობა, გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, ამ ზამთარში მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანდა ან განადგურდა. ეს უკვე აზიანებს ჯანდაცვის სისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ზამთარს ხალხის წინაშე გადარჩენის საკითხის დადგება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ზამთარს კიდევ 2-3-მა მილიონმა უკრაინელმა საკუთარი სახლი შეიძლება დატოვოს სითბოსა და უსაფრთხოების ძიებაში. გათბობისა და ელექტროენერგიის უქონლობის პირობებში, მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს სასუნთქი გზების ინფექციები, „კოვიდი“ და გრიპი.

ენერგეტიკის სექტორზე რუსეთის დარტყმების გამო, ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებები უკვე ვერ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media