მგელს და მაიმუნს სხვადასხვა ხერხით იჭერენ:
„მგელს ხაფანგით იჭერენ, მაგრამ როცა მგელი ხაფანგში გაებმება, ფეხს იღრღნის და თავისუფლდება.
მაიმუნს ხეზე მიბმული გოგრით იჭერენ. გოგრაში, სადაც წვრილი თათი ჩაეტევა, ჩაუყრიან ბრინჯს. მაიმუნი გოგრაში თათს ჩაყოფს, ბრინჯს იღებს, მუჭს კრავს და უკან ვეღარ ამოაქვს, ვეღარ ითავისუფლებს ხელს.
გოგრა მიბმულია, მაიმუნი აწყდება აქეთ-იქით, მაგრამ თათს მაინც არ ხსნის, რათა ბრინჯი დაყაროს და გაიქცეს…
***
ეს სახისმეტყველება ღმერთისაგან არის მოცემული… მათ მოტივაცია აქვთ სხვადასხვა:
მაიმუნის მოტივაცია რა არის? – სიხარბე, რომ ის რაღაც, რაც მუჭში აქვს, არ დათმოს და ისე ძლიერია ეს მოტივაცია, რომ თავისუფლებას სწირავს;
მგლის მოტივაცია რა არის? – თავისუფლებაა მისი მოტივაცია! თანაც მგლისთვის ისე ძლიერია თავისუფლების მოტივაცია, რომ ფეხს იღრღნის.. მერე შეიძლება ვეღარც ინადიროს და მშიერიც კი მოკვდეს, მაგრამ მისთვის თავისუფლებაა მთავარი!“
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან
კომენტარები