ტრაგედია კროტონეს პროვინციაში – უკრაინის მოქალაქე, რომელიც სანაპიროზე ისვენებდა მწერების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. 47 წლის მამაკაცს, რომელსაც ალერგია ჰქონდა, მოულოდნელად ვოსფების (მწერების სახეობა) შემოესია. მამაკაცი მწერებისგან თავის დასაღწევად ზღვისკენ გაიქცა. წყალში ღრმად შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მამაკაცი მწერების დაკბენის გამო, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით ცხედრის სხეულზე ნაკბენების კვალი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მამაკაცს ზღვაში შესვლისას გულის შეტევა დაემართა, რის გამოც დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მასთან მიახლოება შემოსეული მწერების გამო ვერ შეძლეს, რადგან ვოსფები აგრესიულები იყვნენ. სამედიცინო დახმარება კი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მამაკაცი წყლიდან ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
სამაშველო სამსახურმა დაიწყო მოკვლევა საიდან გაჩნდა მწერების გუნდი სანაპიროზე. მოგვიანებით კი გაირკვა რომ ვოსფსებს სანაპიროზე „ქვიშაში ხვრელები ჰქონდათ გაკეთებული და იქ ბინადრობდნენ…- წერს გამოცემა.
კომენტარები