ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია იბრძოლებს. ის საჩემპიონო ბრძოლას 2024 წლის 17 თებერვალს გამართავს და მისი მეტოქე ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა.
ცნობისთვის, თოფურია პირველი ქართველი MMA-ის მებრძოლი იქნება, რომელიც UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.
ბრძოლის ოფიციალურად დადასტურებას ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში ვიდეოთი გამოეხმაურა და დაწერა:
„„მეთხუთმეტე ვარდი“. ჩემი პროგნოზი პირველ რაუნდში ფინიშია, თქვენი?“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი UFC-ში დაუმარცხებელია და მას 14-დან 14-ვე ბრძოლა აქვს მოგებული.
კომენტარები