• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 05th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზას სექტორის დაბომბვა“ – ემანუელ მაკრონი

„ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზას სექტორის დაბომბვა“ – ემანუელ მაკრონი
97 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ღაზას სექტორის დაბომბვას „გამართლება არ აქვს“ და ცეცხლის შეწყვეტა თავად ისრაელს მოუტანს სარგებელს.

როგორც მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს, თუმცა არა ღაზას სექტორის დაბომბვის გზით.

„ჩვენ მათ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ დაბომბვა“, – ამბობს მაკრონი.

მისივე თქმით, საფრანგეთი „მკაციოდ გმობს ჰამასის ტერორისტულ მოქმედებებს“.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, იმედი აქვს, რომ მის მოწოდებას ღაზას სექტორის დაბომბვის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სხვა ლიდერებიც შეუერთდებიან, მათ შორის, აშშ და გაერთიანებული სამეფო.

„იმედი მაქვს, ისინი ამას გააკეთებენ“, – ამბობს მაკრონი.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია