
ისრაელის თავდაცვის არმიამ კიდევ 4 დაღუპული ჯარისკაცის სახელები გამოაქვეყნა, რომლებიც ღაზის სექტორში დაიღუპნენ.
ამრიგად, 7 ოქტომბრის შემდეგ, „ჰამასთან“ ომში მოკლული ჯარისკაცების რაოდენობამ 56-ს მიაღწია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
კომენტარები