
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან „ჰამასის“ 11 საკონტროლო პუნქტი აიღეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
11 ნოემბერს „ჰამასზე“ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია მათი რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მიწისქვქშა გვირაბი, რომელიც სკოლასთან იყო განლაგებული და იარაღის საწყობი. ასევე განადგურდა სამხედრო მიზნები „ალ-შატის“ ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად.
საპასუხოდ პალესტინელმა „ბოევიკებმა“ ისრაელის ტერიტორია კვლავ რაკეტებით დაბომბეს. ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების და დაწესებულების პერსონალის ევაკუაცია მოხდა, რადგანაც მას ისრაელელი სამხედროები მიუახლოვდნენ. ისრაელის ჯარს აქვს ინფორმაცია, რომ ამ ადგილას „ჰამასის“ საკვანძო სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.
ისრაელის ჯარმა საავადმყოფოს ალყა შემოარტყა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იქ 15 ათასამდე ადამიანი იმყოფება.
კომენტარები