
ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის თქმით, ისრაელი თავის მოკავშირეებს და პარტნიორებს უსმენს, თუმცა პირველ რიგში, საკუთარ თავს იცავს. ამის შესახებ ისრაელმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მოკავშირეებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ თავს ვიცავთ. ბევრი დანაკარგი და მსხვერპლია, ამას ვერავინ გაექცევა. ეს „ჰამასის“ ხელით კეთდება“, – აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.
ამასთან, მისივე განცხადებით, იცხაკ ჰერცოგი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზას სექტორის ერთ-ერთ უდიდეს სამედიცინო დაწესებულებას „ ალ-შიფას“ ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ეს არ არის სიმართლე. საავადმყოფოს ელექტროენერგია მიეწოდება“, – აცხადებს ისრაელის პრეზიდენტი.
კომენტარები