
კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას საქართველოში ისრაელის საელჩო გმობს და მოკლულის ოჯახს უსამძიმრებს:
“ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ.ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას” ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
კომენტარები