არასდროს დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მის ქვეყანაში ყოველთვის თბილა და მზეა.
„ჩვენ გვაქვს ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტები, ჩვენთან ყოველთვის თბილა და მზეა. არასდროს დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან.
სითბოსა და მზესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გუშინ მე ვისიამოვნე საქართველოს სითბოთი, როდესაც ვიმყოფებოდი გადაკვეთის წერტილში, ოძისში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი. ეს იყო ხაზი, რომლის გადაკვეთა მე არ შემეძლო იმის მიუხედავად, რომ მეორე მხარესაც საქართველოს ტერიტორია იყო.
ეს ძალიან განსხვავებული სიტუაცია იყო ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე ჩემს კუნძულთან შედარებით. ჩვენ არ გვყავს არმია, ჩვენ არ გვყავს უშუალო მეზობლები, რომლებიც გვემუქრებიან ძალადობით და ომით“, – აცხადებს ისლანდიის პრეზიდენტი.
კომენტარები