
ირანს აქვს 128,3 კგ ურანი, რომელიც 60%-ით არის გამდიდრებული. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება. ერთი ატომური ბომბის შესაქმნელად 42 კგ ურანი არის საკმარისი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამერიკელი დიპლომატების თქმით, ირანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ურანის გამდიდრებას ეწევა, მაგრამ ატომური ბომბი ჯერ არ შეუქმნია. ბოლო დროს ირანში ყოველთვიურად 60%-მდე 3 კგ ურანის გამდიდრება ხდება. მანამდე საუბარი იყო თვეში 9 კგ-ის გამდიდრებაზე. დიპლომატიური წყაროების ვერსიით, ტემპების შემცირება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებას უკავშირდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რამდენჯერმე მოითხოვა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის ჩატარება, მაგრამ თეირანმა უარი განაცხადა. ასევე თეირანმა ატომურ ობიექტებზე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ადრე დამონტაჟებული კამერები მოხსნა.
კომენტარები