![](http://media.adams.ge/wp-content/uploads/2023/01/Untitled-2.jpg)
ირანმა 2023 წელს სულ მცირე 834 ადამიანი სიკვდილით დასაჯა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ნორვეგიასა და პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშში აღნიშნავენ, 2022 წელს ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული პროტესტის ფონზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა სიკვდილით დასჯას საზოგადოებაში შიშის გასაღვივებლად იყენებს.
„საზოგადოებაში შიშის დათესვა რეჟიმისთვის ერთადერთი გზაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხოლო სიკვდილით დასჯა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, – აცხადებს IHR-ის დირექტორი მაჰმუდ ამირი-მოგადამი და სიკვდილით დასჯილთა რიცხვს „შემზარავს“ უწოდებს.
ირანმა 2022 წლის საპროტესტო აქციების დროს უშიშროების ძალებზე თავდასხმასთან დაკავშირებული საქმეების გამო 9 კაცი სიკვდილით დასაჯა.
ირანში სიკვდილით დასჯა გავრცელდა სხვა ბრალდებებზეც. მაგალითად, როგორიც არის ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეები.
შეგახსენებთ, 22 წლის მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში ჰიჯაბის ტარების „წესის დარღვევის“ გამო დააკავეს. სამი დღის შემდეგ ციხის საკანში გარდაიცვალა.
კომენტარები