• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 09th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ირაკლი ღარიბაშვილი: ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის უნივერსიტეტი მილიარდევროიანი ინვესტიციაა ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაში

ირაკლი ღარიბაშვილი: ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული ქუთაისის უნივერსიტეტი მილიარდევროიანი ინვესტიციაა ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაში
91 ნახვა

პროექტი, რომელიც აშენდა ფონდ „ქართუსა“ და უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – მილიარდევროიანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაში, გაძლიერებასა და განათლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, რომ რეალურად ევროპული დონის განათლება მიიღონ.

„ეს არის ახალი აშენებული უნივერსიტეტი, თანამედროვე დონის, რომელიც თანამშრომლობს მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. ამ უნივერსიტეტში ასწავლიან მოწვეული პროფესორები, მეცნიერები, როგორც გერმანიიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან. სწორედ ეს არის ხვალინდელი დღე და მინდა გავიმეორო ბატონი განათლების მინისტრის ნათქვამი, რომ ეს არის რეალურად ევროპული დონის უნივერსიტეტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ევროპული დონის განათლება. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი განათლების სისტემისთვის, მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია