ზოგჯერ იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში ჭკვიანი და განათლებული გამოჩნდეთ, რამის თქმა აუცილებელი არაა. რამდენიმე განსაკუთრებული ჩვევა და „ინტელექტუალის ატრიბუტი“ საკმარისია, რომ გარშემო მყოფების თვალში ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. ვნახოთ როგორ შეიძლება გონებრივი შესაძლებლობების უსიტყვოდ წარმოჩენა.
თანაგრძნობის ან უსიამოვნო საუბრის ხუმრობად ქცევის უნარი
ზოგჯერ ადამიანის შესაფასებლად სიტყვები საჭირო არ არის – საკმარისია ნახოთმ როგორ იქცევა ამა თუ იმ ვითარებაში და მის შესახებ წარმოდგენა შეგექმნათ.
როგორც წესი, მაღალ ინტელექტზე მიუთითებს თანაგრძნობის ან უსიამოვნო საუბრის ხუმრობად ქცევის უნარი. თუ ადამიანს ასეთი თვისებები მოჭარბებულად აქვს, დიდი ალბათობით, ჭკვიანი და გონიერია.
მხედველობითი კონტაქტი
უყურეთ თანამოსაუბრეს თვალებში. კვლევების თანახმად, როცა ადამიანი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს, ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდა ამისა, მხედველობითი კონტაქტი ადამიანებს შორის ნდობას ზრდის. როდესაც თანამოსაუბრეს თვალს არ აცილებთ, ამით აგრძნობინებთ, რომ მისით აღფრთოვანებული ხართ.
ინტელექტუალის გარეგანი ნიშნები
პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები თქვენ არა მარტო საუბრით, არამედ გარეგნული იერითაც გაფასებენ. ბიზნესსტილის კოსტიუმი, ქვედაბოლო და ძვირად ღირებული საათი ის ატრიბუტებია, რომლებიც თქვენს შესახებ წარმოდგენას ქმნიან.
წესრიგი და სისუფთავე
თუ მოწესრიგებულად გამოიყურებით, მოვლილი თმა და ფრჩხილები გაქვთ, სუფთა, დაუთავებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაცვიათ, მაკიაჟი „არ ყვირის“ და სასიამოვნოდ ჩანს, მაშინ ნამდვილი ინტელექტუალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილების ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
ღიმილი
გარდა იმისა, რომ მოღიმარი ადამიანები ყველას მოსწონს, ისინი გარშემო მყოფთა თვალში ჭკვიანები და მიმზიდველები ჩანან. ღიმილი ყველა კულტურასა და ქვეყანაში არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, სასურველია, თანამოსაუბრეს დროდადრო, თავის დაქნევით დაეთანხმოთ.
თმის ფერი
თუ ფიქრობთ, რომ სტერეოტიპები წარსულს ჩაბარდა, ცდებით. ბევრი ადამიანის თვალში ქერა ქალი უჭკუო და არასერიოზულია. თუ გსურთ, რომ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ.
სათვალე
რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ადამიანები სათვალეს ქვეცნობიერად ინტელექტთან აკავშირებენ. უფრო მეტიც, რაც უფრო სქელია სათვალის ჩარჩო და მინა, თანამოსაუბრე მით უფრო ჭკვიანად გვეჩვენება.
კომენტარები