
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ჩინეთს იტალიამაც გაუსწრო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევევბის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო და ჯამში 85 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 5 909 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 919 გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 9 134 ადამიანია დაღუპული, ხოლო მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა 86,498-ია.
ჩინეთში, სადაც კორონავირუსი აფეთქდა, უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსის მინიმალური რაოდენობა ფიქსირდება და ჯამში 81,340 ადამიანია ინფიცირებული.
კომენტარები