ინგლისში 18-წლამდე მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვის აკრძალვას განიხილავენ. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ სასმელი ახალგაზრდების ჯანმრთელობას აზიანებს. განცხადება დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
ამ თემაზე მთავრობამ საჯარო კონსულტაციები დაიწყო. მთლიანობაში კი მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელის გაყიდვის აკრძალვაა გეგმაში.
ენერგეტიკული სასმელები კოფეინისა და შაქრის მაღალ დოზას შეიცავს, რაც პირდაპირ ასოცირდება სიმსუქნისა და სხვა დაავადებების წარმოშობასთან.
შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსს აქვთ უფლებამმოსილება საკითხზე გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
კომენტარები