ინგლისის დევონის საგრაფოში შუა საუკუნეების ბრძოლის ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც 1069 წელს მოხდა. ისტორიკოსების ცნობით, 1066 წელს ვილჰელმ დამპყრობელმა ჰასტინგსთან გამარჯვებას მიაღწია, რამაც ინგლისის სახელმწიფოს ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. საქსონების ბოლო მეფის, ჰაროლდ მეორის შვილებმა, ჰოდვინმა და ედმუნდმა რევანშის აღება გადაწყვიტეს, რათა ნორმანდიელები კუნძულიდან განედევნათ.
ჰოდვინი და ედმუნდი ირლანდიიდან 64 გემით ჩავიდნენ. ბრძოლა ეპლდორს და ნორტამს შორის, მინდორში მოხდა. ჰასტინგის შვილებს ნორმანდიელების, ბრეტონელების და ინგლისელების გაერთიანებული ძალები დაუპირისპირდნენ. მათ ბრიან ბრეტონელი ედგათ სათავეში. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა. მხარეებმა 3 ათასი ადამიანი დაკარგეს.
კომენტარები