მარილი ძალიან ძლიერი აურის გამწმენდი საშუალებაა. ის დატვირთულია დადებითი ენერგეტიკით და შთანთქავს უარყოფით აურას. სწორედ ამიტომ გამოიყენება მარილი სხვადასხვა რიტუალში. ამჯერად ინდურ რიტუალს გაგაცნობთ, რომელსაც უკვე საუკუნეების განმავლობაში ატარებენ.
მაშ ასე! მარილით წმენდის რიტუალისთვის დაგჭირდებათ:
1. ღრმა ვარცლი (ტაშტი – პლასტმასის ან მეტალის, მთავარია ფეხები თავისუფლად მოათავსოთ);
2. მარილი – 1 შეკვრა;
3. 15 წუთი თავისუფალი დრო.
გაწმენდის რიტუალი ასე ტარდება:
1. განმარტოვდით;
2. მთლიანი მარილი ვარცლში ჩაყარეთ;
3. გაიხადეთ ფეხსაცმელი, წინდები და შიშველი ფეხებით მარილზე დადექით;
4. დასრისეთ მარილი ფეხებით და პარალელურად წარმოიდგინეთ, როგორ მიაქვს მარილს თქვენს სხეულში დაგროვილი მთელი ნეგატივი, უარყოფითი ემოციები, ფიქრები თუ შეგრძნებები.
ნეგატივი სიკეთითა და სიამოვნებით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ, იცეკვოთ, გააკეთეთ ნებისმიერი მოძრაობა ხელებით, თავით, გამოთქვით სიტყვიერად, იმღერეთ, იყვირეთ ან იტირეთ. ნუ შეგრცხვებათ თქვენი მოძრაობებისა და ემოციების, თამამად გამოხატეთ.
5. როგორც კი ნეგატივის განდევნას იგძნობთ, მაშინვე შეწყვიტეთ მოძრაობები, ფეხები წყლით დაიბანეთ, მარილი კი უნიტაზში ჩაუშვით, თითქოს მიწაში მარხავთ.
მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ უარყოფითი ენერგეტიკისგან გაგანთავისუფლებთ.
ძალიან ეფექტური იქნება თუ, რიტუალს 21 დღის განმავლობაში გაიმეორებთ. სასურველია, მილეული მთვარის დროს ან დაბნელების დღეს.
აქვე გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს: თუ ხუთშაბათს, მარილს მამაკაცი თქვენთვის შეიძენს, მას ბევრად ძლიერი მოქმედება შეუძლია, ამიტომ სთხოვეთ ქმარს, ძმას, მამას, მარილის შეძენაში დაგეხმაროთ.
კომენტარები