ინდოეთში 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ ვეტერინარული კლინიკიდან გათავისუფლდა მტრედი, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მტრედი 2023 წლის მაისში მუმბაის შემოგარენში, ჩემბურის პორტში დაიჭირეს. მას ფეხებზე ერთი სპილენძის და ერთი ალუმინის ბეჭედი ჰქონდა მიბმული, ბეჭდებზე კი ჩინურ ენაზე წარწერები იყო დატანილი. ადგილობრივ პოლიციაში ივარაუდეს, რომ მტრედს ჯაშუშობის მიზნით იყენებდნენ, და ფრინველი მუმბაის ვეტერინარულ კლინიკაში გამოკეტეს.
მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ მტრედი ტაივანის ღია წყლებში შეჯიბრებში მონაწილეობდა. ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ის ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ინდოეთში გაფრინდა.
კომენტარები