ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი 2019 წლის ივნისში კომპანიის აქციის მფლობელებმა სამსახურიდან თითქმით გაათავისუფლეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი, საინტვესტიციო კომპანია BlackRock-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
BlackRock-ი, რომელიც Tesla-ში წვლილი აქვს, ივნისში საბჭოს სხდომას ესწრებოდა და ხმა მისცა მასკის გადაყენებას. ბიზნესმენი დამოუკიდებელ დირექტორს უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა წინადადება არ მიიღეს – უმრავლესობამ მხარი მასკს დაუჭირა.
2018 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს დანაკარგების მაჩვენებელი რეკორდული იყო. ერთ კვარტალში კომპანიამ 717,5 მილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგი დათვალა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, კომპანიის დანაკარგები თითქმის ორჯერ გაიზარდა.
აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. 2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, თუმცა მყიდველებისთვის მანქანის დროზე მიწოდება ვერ ხერხდებოდა.
კომენტარები