• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday 03rd February 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • პერსონა
  • Faceამბები
  • ჰოროსკოპი
  • სხვა
    • შოუ-ბიზნესი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • რჩევები
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები
    • Adam’s Shop

ილია მეორე: ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს, ამჟამად დიდი გულისტკივილით ჯემალ ჭკუასელს ვემშვიდობებით

ილია მეორე: ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს, ამჟამად დიდი გულისტკივილით ჯემალ ჭკუასელს ვემშვიდობებით
118 ნახვა
0shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

უწმინდესის თქმით, ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას.

„ჩვენთვის ფრიად სამწუხაროა, რომ არაერთი გამორჩეული პიროვნება გამოგვაკლდა წელს და მარადიულობის წევრი გახდა.

ამჟამადაც დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით გამორჩეულ ქართველს, ქართული კულტურის უერთგულეს მსახურს, ბატონ ჯემალ ჭკუასელს.

მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ერისიონმა“ ,,სუხიშვილებთან“ და „რუსთავთან“ ერთად მსოფლიო დიდება მოუტანა ქართულ ხელოვნებას, – ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ აზროვნებას და ჩვენს მომავალ თაობასაც ამ მხრივ განვითარების სწორი ორიენტირი განუსაზღვრა.

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯემალის უკვდავი სული და უფლის სავანეში დაამკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ანსამბლ „ერისიონს“ კი, – მისი ლეგენდარული ხელმძღვანელის სახელის კიდევ უფრო წარმოჩენა“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი „ერისიონის” მთავარი დირიჟორი.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media