შვედური სავაჭრო ქსელი IKEA, რომელიც ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს აწარმოებს, რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას აჩერებს. განცხადება კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ომს უკრაინაში უზარმაზარ გავლენა აქვს ადამიანებზე და მიწოდებასა და სავაჭრო პირობების სერიოზულ დარღვევებს იწვევს. ამიტომ, ჩვენი ჯგუფის კომპანიებმა გადაწყვიტეს დროებით შეაჩერონ IKEA-ს მუშაობა რუსეთში. დამანგრეველი ომი უკრაინაში ადამიანური ტრაგედიაა და ღრმად თანავუგრძნობთ და ვღელავთ მილიონობით დაშავებულებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, კომპანიამ შეაჩერა იმპორტი და ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, წარმოება რუსეთში, გაყიდვები ყველა მაღაზიებში, მათ შორის ონლაინ.
კომენტარები