• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday 17th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

იაპონიის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი კურილის კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

იაპონიის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი კურილის კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს
66 ნახვა

იაპონიის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსეთი კურილის კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ რუს მაღალჩინოსნებსა და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს.

ცნობისთვის, უკვე 70 წელზე მეტია, რაც კურილის არქიპელაგის რამდენიმე კუნძული იაპონიისა და რუსეთის დავის საგანია.

უთანხმოების გამო რუსეთსა და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია