გული მწყდება, რომ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებას ვერ მოვაფიქრებინეთ კონფლიქტების, განსხვავებული აზრების გადაწყვეტის უფრო ეფექტური გზა, ვიდრე ძალადობაა, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას.
„ჩვენ გვინდა საზოგადოება, სადაც ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. ის ერთადერთი, რისი უფლებაც არ გვაქვს, არის ძალადობა და მე გული მწყდება, რომ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებას ვერ მოვაფიქრებინეთ კონფლიქტების, განსხვავებული აზრების გადაწყვეტის უფრო ეფექტური გზა, ვიდრე ძალადობაა“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.
კომენტარები