
პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 52 წლის ქართველმა სუპერმარკეტიდან ჰიგიენური საშუალებები და საპარსები მოიპარა.
დამნაშავე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
მაღაზიის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო მოქალაქემ ხუთი კბილის პასტა და 11 საპარსი მოიპარა.
საქართველოს მოქალაქეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები